* * * ტელეგრამა, ასოების ნაცვლად პატარა ანგელოზები
ისინი იბრძვიან თანაცხოვრებით.
შენ კითხულობ მთვარის შუქზე, რომელიც ლამპიონი გგონია.
და ლამპიონის ქვეშ, რომელიც გუშინ მთვარე გეგონა.
როცა გუშინ სადღაც იჯექი მთვრალი -
და ვიღაც მთვრალი მუხლებზე გკოცნიდა.
მწარე აბი გადაყლაპე, მერამდენედ ვცდილობ, დაგინახო,
როცა კითხულობ "ტელეგრამა", ასოების ნაცვლად
პატარა ანგელოზები.