კაჭარავა კარლო
გაზიარება

* * * ჩვენში 

ჩვენში -
ვიღაცას დრო აქვს და უყურებს ჟან-ლუკ გოდარის ფილმებს კინოს სახლში.
ჩვენში -
ვიღაცას ფული აქვს და ყიდულობს ჟან-ლუკ გოდარის ფილმების რეტროსპექტივის
ფრანგულ კატალოგს
ჩვენში -
ვიღაც ისე უპრობლემოა, რომ ეცოდება ქუჩის ძაღლები.
ჩვენში - ვიღაცას იმდენი ფული აქვს, რომ არაყს სვამს ქუჩაში.
ჩვენში - ყველა ესენი იმდენად გულუბრყვილონი არიან, რომ ჰგონიათ უკვე
აღარ ცხოვრობენ ამ ქალაქში.
ჩვენში - ყველამ ყველაფერი იცის.

??????