* * * ჭოლა ლომთათიძის “პირველი მაისი”
ქრისტე აღსდგა, ამხანაგო!
სოციალისტი მედდა მთვარისფერ ყელსახვევს ხსნიდა
გარდაცვლილ გიმნაზისტს, სახლში დაბრუნებულს, სარკის წინ.
მთვრალი მუშა ღვინისფერი ენით ულოკავდა ცხვირ-პირს.
ტრამვაის ესროდნენ ანარქისტები და გარბოდნენ გაზის ნათურათა მიღმა,
სადღაც ფარდებს მიღმა ფაიფურის სიზმრებში
იღიმოდნენ ხალხის მტრები - ქალაქის ბოლოს ქარხნებთან.
თენდებოდა და წვიმდა.
მაისი, 1991. თბილისი