Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

კაჭარავა კარლო
გაზიარება

მერცხლები 

"იქ არის ის ქრისტე! იმ ადამიანებს შორის, დაღლილობისაგან რომ ეცემიან მატყუარა აფიშების გვერდით - იქ უფრო მალე იპოვი მას".
ჟილბერ სესბრონი

მერცხლები - თავგადასავლების მაძიებლები, უკვე დაძველებული
ფრანგული ფილმიდან, გახარებულნი ულოცავენ ერთმანეთს გამდიდრებას.
მერცხლები - რომლებიც სახლის თავზე ტრიალებენ, ოდესღაც
მიფრინავდნენ ვან ხესთან.
მერცხლები დაფრინავდნენ პატარა ჟან-პოლ რიხტერის წიგნების
ზევით მზეში.
ნუ იტყვით, რომ ყველაფერი აბსურდია -
ყველაფერი ის, რისიც გვჯეროდა, არსებობს.
უბრალოდ -
სიმართლე არ არის ისე იაფი, როგორც ზოგჯერ ჩანს.
შენი საზრდოა "როკკო და მისი ძმები", ეუჯენიე მონტალე
და ჯაკომო მანცუ, ან ჯორჯო მორანდი,
რომელიც გაცვეთილ ფუნჯებს მარხავდა -
და ცისკენ ახედვისას ხედავდა: მერცხლები!
მერცხლები! ისინი მიფრინავდნენ ყველაფრის თავზე და გასწვრივ -
მიღმა განწირულთა არშემდგარი ცხოვრების,
მიღმა შადრევნების და სასახლეების,
კაპიტანთა სევდის მიღმა.
ქარხნების გულდაწყვეტილ, წაქცეულ ანგელოზთა მიღმა -
მერცხლები, მერცხლები, მერცხლები...

ოქტომბერი, 1993

??????