Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

კვანტალიანი სოფიკო
გაზიარება

პარანოია-1 

"კაცები და ძაღლები პატივს სცემდნენ, ასევე ქალებიც"
ხ. ლ. ბორხესი

საღამოვდება.
ინთებიან ლიმონივით ნათურები.
მერამდენედ გაურბის ცოლი
რომელიც უყვარდა;
მეზობლის ქალს შესჩივლა მუდარით -
ქინძისთავებით მჩხვლეტსო ღამღამობით.
არაყდაულეველი, მშვიდი ქმარი;
თურმე მთელი თვე დასდევდა ჩუმად,
ეგონა, ცოლი მღალატობსო.
ერთხელაც, გარეთ გამოაგდო
ქალი - ნამუსახდილი კუნეგონდა,
რომელიც ტიროდა.
დაიბნა უბნის პოლიციელი,
ვერაფერი უშველეს მაინც.
ღამეს ღამურები ჰკიდია იღლიებქვეშ:
თავს გაქცევით უნდა უშველოს
ლამაზმა ცოლმა -
ყმაწვილქალობაში ნაჭრებს რომ იტენიდა
ბიუსტჰალტერში.
დილით ერთად შესანსლეს საუზმე
და გაიყარნენ.

??????