კვანტალიანი სოფიკო
გაზიარება

პარანოია-4 

ატლასის ყვავები მზისკენ მიფრინავდნენ
ხშირი, უშურველი ფრენით;
ლიანდაგზე კი მილიცლიცებდა ორთქლმავალი,
რომელიც სტვენდა ელექტროჩაიდანივით:
რიტმულად, რიტმულად...
დადიოდნენ ქალაქები.
ირგვლივ პატარა სახლებიც დადიოდა.
მაღაზიებთან ეკრა ტკბილი მურაბის რეკლამა
და ახლა რეკლამებიც დადიოდნენ:
რიტმულად...
ქალაქში დაქროდნენ სავაჭრო მანქანები
წარწერით "კაკამბო".
მადაზე ჩაყლურწა ქერის ვისკი.
გადასცდა და ხველებას მისდო თავი:
რიტმულად, რიტმულად -
ისევე როგორც ყელში ნემსკავგაჩხერილი კატა.
ნერვული იმპულსი ტელეფონსაც მოედო
და დაიწყო ისტერიული რეკვა:
რიტმულად(!).
გარეთ გავარდა და ნახა -
ხიდიდან როგორ ამოჰქონდათ გვამი,
წყლის ფსკერიდან - ნაწლავებამოშიგნული...
ზოგი რა ჭკვიანია მკვლელობის პროცესში,
(გაიფიქრა)
როცა მავანს საკინძის შეკვრაც კი ავიწყდება.
ცაში გაისლიპინეს ატლასის ყვავებმა -
მის ნესტოებთან დატოვეს საპოხისა
და ბნელი სამყაროს სუნი;
მზეს მიეფარნენ, მიქუჩდნენ ერთად,
თითქოს შეთქმულად -
შემოჰკრეს დიდი პლენარული ტაში
და მზე ჩაქოლეს!

??????