კვიტაიშვილი ემზარ
გაზიარება

ლექსს უჩემობა ურჩევნია 

გინდა, წამიღე, მდინარევ,
გინდა, გამაპე, მეხო!..
გულს მომწყდა, შეიფრთხიალა,
რაც უკვე გამოეყო.

რაღა აზრი აქვს, ვითვლიდე
წლებს - გამოშრეტილ ციფრებს...
აღარას მკითხავს, თუ შესძლო,
ლექსი თავისით იფრენს.

გამსხლტარი, უფრო აზიდავს
ჩემ გვარ-სახელს და გუჯაბს;
მან იცის, ხორცი დაჭკნება -
გაცალკევება უჯობს.

??????