Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

კოტეტიშვილი ვახუშტი
გაზიარება

ფლამენკოს სონეტი 

ფედერიკო გარსია ლორკას



ანგელოსსა და მუზას ჰხუთავთ უნაყოფობა
და შესაძლოა, რომ ინანო, იმათ თუ ენდე,
აქ კი ჯადოსნურ წრეში ტოკავს როგორც ობობა
და ჟანგიან ფრთებს აჟღარუნებს ბნელი დუენდე.

შეყოვნებული პოზებიდან იერმოკრეფილს
სამაჯურებიც ეჩვენება მძიმე ხუნდებად
და თუ გაშეშდა, როგორც ცეკვის იეროგლიფი,
მის მიღმა უკვე ყოველგვარი ფონი ხუნდება.

კაბის კალთების ცეცხლოვანი ალები ჰმოსავს,
და მამრებს ირგვლივ ისე უმზერს, როგორც კაცუნებს,
უცებ მომწყდარი მოძრაობის ჟესტსა თუ პოზას
კასტანეტებით სილასავით გაუტკაცუნებს.

და საცეკვაო მოედანი მოჩანს შორიდან,
თითქოსდა იყოს ცეცხლოვანი მდედრის კორიდა.

??????