ქალიშვილმა, რომელსაც უყვარს ბალახი და წვიმა, - მე გული მთხოვა ერთ საღამოს იმ ქალიშვილმა... ...და მე დილამდე ქუჩებში ვიარე... შინ რომ მოვედი, გულაღმა დავწექ, ხელები თავქვეშ ამოვილაგე... ქალიშვილმა, რომელსაც უყვარს ბალახი და წვიმა, - მე ყველაფერი შემაყვარა იმ ქალიშვილმა...