ნაცვლიშვილი ნათია
გაზიარება

* * * ველური ზეთისხილით მაქვს სავსე კალთა 

ველური ზეთისხილით მაქვს სავსე კალთა.
მკლავებმა, ნედლი ტოტებივით,
მხოლოდ მიმართულება დაიმახსოვრეს.
საითაც ქარი დაუბერავს,
წვიმაგადავლილ კრიალა ფოთლებს იქით იშვერენ.

ველური ზეთისხილით მაქვს სავსე კალთა.
სარდაფები კი წყლითაა სავსე.
ქვევით ჩავყურებ და
არჩევანი შხამიანი ეკალივით მწარეა:
მაინც რა ვქნა, რომელი ერთი გადავარჩინო...

ხერხემლის გასწვრივ კედელია.
ცხრა ამდენი კედელი კი
მხრებზე ნაწილ-ნაწილ დამდის და
მაინც ღიმილით ვარიგებ:
აჰა, შენ თაფლი...აჰა, ნუში...აჰა, ღრუბელი...
აჰა, ველური ზეთისხილი...

ვალმოხდილი ვიბერტყავ კალთას:
სარდაფები წყლითაა სავსე და
შენ მაინც ვეღარაფერს შეგინახავ.
შენ მაინც ვეღარაფერს შეგინახავ.

2008.

??????