შეუსმენელი თხოვნა
მე ვუხილავ მურას რწყილებს,
მურაც - რაც აქვს - მინაწილებს...
სამხრის დროა, სამხრის...
ცა მერცხლებით არის სავსე,
ჩემს მზეს ველი წამისწამზე,
ველი მზეს და მერე რა მზეს -
საკოცნელად დახრილს...
იწვის ცა და იწვის მიწა.
ჩემს ჰამაკში ჩრდილი მიწვა.
სანატრელი - ხმაზე ვიცან -
ჩამჩურჩულებს სიო:
"- ქარს თუ მისცემ უფლის არჩივს,
უმადლოა გულის ხარჯი...
ნურსაც წახვალ, - ჩემთან დარჩი,
უცნაურო იო..."