რთველიაშვილი ზურაბ
გაზიარება

ჩქამი 

ოქროს ქარია სიჩუმეში
ოქროს ქარია,
ვამბობ ამ სახლში მიხარია
მქონდეს სურვილი -
არ ვეთამაშო ოქროს წყალში
მინარევ ქროლვას,
მქონდეს სურვილი ვაქციო ოქროდ
ქარი და წყალი,
ვაქსოვდე ოქროს სიმსუბუქით
უკვალო გზებზე,
ხშირ და გაუვალ ოქროს გზებზე
მქონდეს სურვილი.
ოქროს ქარია სიჩუმეში
ოქროს ქარია,
ვამბობ ამ ქარში მიხარია
მქონდეს სურვილი
არ გავიარო ოქროს სხივით
გაკვეთილ გზებზე -
მკლავდეს სურვილი,
ვერ შევავსო ოქროს სიჩუმე....

??????