Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

სამნიაშვილი ლელა
გაზიარება

ძილისპირული ჰორიზონტისათვის 

ჰორიზონტი ხარ, როდესაც გძინავს -
შუბლის გასწვრივ გილაგია ტერფები,
მშვიდად შეგიძლია გაატარო ყველა ხომალდი -
ყველა ჩრდილი სარკმლიან კედლის,
ყველა სახე, ყველა სახელი -
შეგიძლია ააცალო ერთმანეთს და გაატარო
ძალიან მშვიდად. შეგიძლია შენს გარეთ იყოს
სიცხიანი ქალაქი, ზედ რომ ოდნავ ყვითელი ზამთარი ადევს
როგორც ძმრიანი დოლბანდი და იმასაც სძინავს.
შეგიძლია იყო თითქმის ახალშობილი -
გაიცალო გუშინდელი ტანსაცმელი
და სხეულიც ზედ მიაყოლო, ან პირიქით -
გაიცალო სიამაყე და დაემსგავსო
ქალაქის შიშველ ქანდაკებებს - გიყურონ, გხატონ,
ხოლო შენთვის სულერთი იყოს,
გაიცალო ენები და ენების წვერზე ასხლეტილი
ინფორმაცია, ვარსკვლავები -
რომლებისგანაც ცარიელ ბოთლის სატყუარებს
ბავშვებისთვის ასკანერებენ,
გაიცალო ომები და კოცონებზე ძვლებგამთბარი
დაძინებამდე ვერტიკალური ქონდრისკაცებიც,
შეგიძლია მშვიდად, შენს მიღმა გაატარო -
ეს ყველაფერი - ყოველ ღამე, ყოველ სიცოცხლე.
შეგიძლია არაფერი ჩაიპირქვავო.
შეგიძლია გაატარო სიყვარულიც
და თან თვალიც არ გააყოლო, არც დაარქვა არაფერი -
ჩაიაროს, როგორც ნავმა მძინარე წყალზე;
სანაპიროსთან შუქურის სხივიც გაატარო -
ღიმილივით გადაგიაროს სახეზე -
მშვიდი სიზმრების ნიშნად.
მით უმეტეს, შეგიძლია შეუმჩნევლად გაატარო
მცენარეები - ეს უცნაური ქმნილებები -
ძილშიც ცას რომ ეჭიდებიან,
რომ ჰორიზონტს არ დაემსგავსნონ.

??????