სტურუა ლია
გაზიარება

* * * გვიან დავბრუნდით 

გვიან დავბრუნდით, წამლის და შიშის
ლორწოთი მიწებებულები ერთმანეთს,
მარტო ფეხებს ვიწმენდდით ცალ-ცალკე,
ერთი ტელევიზორი ინფორმაციას უჩვენებდა,
მეორე – სერიალს,
დედაჩემი რეკავდა,
პირდაპირ, სისხლძარღვებით კრეფდა ნომერს,
ხელები გაუცდა ჩემი შვილის მოვლაში,
ახლა, მისი ახალგაზრდობა თვალებს ჭრიდა,
მე უფრო მეგუებოდა, გათლილი ვაშლივით.
ლიფტი არ მუშაობდა,
მეთორმეტე სართულის ფანჯრიდან
შენ არ გამიშვი, დანა ავიღე
და კარტოფილის, ხახვის, ცრემლების დაჭრა დავიწყე –
ვახშამი ჩემი ნევროზისგან,
ზოგჯერ რომ მესიზმრება, ისე ტკბილად,
თითქოს არაფერი უკეთესი არ მინახავს ცხოვრებაში.

??????