რაც მდინარეში ჩანს
და დავინახე ქალაქი,
მდინარეში რომ იხედებოდა.
კიდევ დავინახე ღრუბელი, -
იხედებოდა ქალაქში
და მდინარეში.
ზაფხულის
დაჟინებული მზე კი
იხედებოდა ღრუბელშიც,
ქალაქშიც და
(რა თქმა უნდა)
მდინარეშიც...
ასე ვიხედებოდით ოთხივენი
მდინარეში
და რადგან წყალი გვირეკლავდა -
ვერ გავიგეთ
სად იხედებოდა თვითონ მდინარე,
ხოლო მე: -
ვინ იხედებოდა ჩემში.