ქვლივიძე მიხეილ
გაზიარება

* * * რა შუაშია საყვირი? 

"...გარემოების საყვირი..."
ა. წერეთელი

"...მე ხომ სტვირი ვარ..."
ა. კალანდაძე

რა შუაშია საყვირი?
რა შუაშია სტვირი?
ჩვეულებრივი კაცი ვარ, -
ხან ვიცინი, ხან ვტირი.

არავის მივცემ უფლებას,
უფალი იყოს თუნდაც! -
ხელში ამიღოს, ჩამბეროს,
მიმღეროს როგორც უნდა!

??????