Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ყურაშვილი ცირა
გაზიარება

ვუცდი წყალს, მაწუხებს გაფუჭებული მაცივარი და ვფიქრობ ქმარზე 

როგორ გელი, უკვე ორი დღეა,
თუკი მომკლავს, უშენობა მომკლავს,
და შემოსვლა შენი რომ შევიტყო,
ღიას ვტყოვებ ონკანს.
როგორ გიცდის ცარიელი ვედრო,
რა ამაოდ გელის აბაზანა?!
უშენობას არ ვდარდობდი ერთ დროს,
უშენობა ნეტავ გასტანს სანამ?
მომენატრე აქ, "მეშვიდე ცაზე"
მოშხუილდი შენებური თქორით,
თორემ დიდხანს ვეღარ გავძლებ ასე,
მოშხუილდი შენებურად თორემ...
ქვემოთ ხშირად ისმის სიტყვა "სტრესი",
"სამსახური", "დაღლილია კარპე",
კვლავ არ ჩანხარ
და "წყალკანალტრესტში"
მეზობლები დარეკავენ ალბათ.
ამ სიცხეში ჩვენი მაცივარი
რად გვისტუმრებს ნეტავ ცივი უარით?
როგორ გელი, მოხვიდოდე ნეტა.
ღიას ვტოვებ ონკანს, არ დავკეტავ.
რა სიცხეა, წამიყვანა იქ... რომ
(უინძორზე, ვთქვი და შემომწყრენ),
ჩემი ქმარი კოსმიურზე ფიქრობს,
ლექსებს გარე სამყაროზე წერს.

??????