ყურაშვილი ცირა
გაზიარება

სიმინდის ფშვნა აივანზე 

მე ვფშვნიდი სიმინდს,
ვაქუჩებდი ცალკე ნაქურჩლებს
და ვივიწყებდი ნაგვის ყუთებს,
მტვერს და მიკრობებს...
მე ვუყურებდი მამამთილის
ანაქუბ ჩალებს
და არაფერზე მე არ ვფიქრობდი.
ბონკოს უბანში, აივანზე
მე სიმინდს ვფშვნიდი,
კვიჭი ტაროსთვის ცალკე მედგა
თხილის კალათი,
თან ჩალის ზვინებს შევცქეროდი
უცხო სიმშვიდით,
თან სიმინდს ვფშვნიდი ნაკორტალათი.
მიწანწკარებდა წყალი წყნარად
ბონკოს ღელეში;
ქიმიან ქვებზე თავის
ტალღებს ახურდავებდა,
დაღლილიყო და ჩამდგარიყო
ქარი ხენეში,
ქარს იხსენებდნენ მხოლოდ
სახლის სახურავები.
მე ვფშვნიდი სიმინდს,
ვაქუჩებდი ცალკე ნაქურჩლებს
და ვივიწყებდი ნაგვის ყუთებს,
მტვერს და მიკრობებს.
მე ვუყურებდი მამამთილის
ანაქუბ ჩალებს
და არაფერზე მე არ ვფიქრობდი.

??????