შველიძე ერეკლე
გაზიარება

* * * ამ ჭიქიდან ამოიღე კოვზი 

ამ ჭიქიდან ამოიღე კოვზი,
შეუმჩნევლად აიტკიცე კეფა,
ცხელი ჩაი გაიტანე ლოჯში,
და გარედან მოისმინე ყეფა.

ჩამოაძრე, ძუძუ დაუკოცნე,
შეუთვალე მის ფიქრს შენი ნდომა,
უცაბედად მერე დაიმორცხვე,
დაელოდე, თვითონ როდის მოვა;

ივარჯიშე, დილით ქენი ზნექი,
გაიტანე გაჭედილი დარდი,
სიამოვნებს მას ხმაური ჭექის,
მიუტანე თეთრი, სველი ვარდი,

დაუფინე, თეთრ ზეწრებზე დასვი,
ჩამოაძრე ტანსაცმელი ყველა,
ცოტა ხანი მისი ცქერით დატკბი,
მერე მიდი, ოღონდ ფრთხილად, ნელა

და რომ კოცნას მოამთავრებ პირველს,
უთრთოლდება მკრთალ კისერზე ხალი,
წამოჯდომას მასთან გვერდით გირჩევს,
ადექი და მერე ჩქარა წადი;

გადმოიღე კარადიდან ქუდი,
გადაიცვი საწვიმარი მანტო,
ღამე ნახე, შავი, ჯმუხი, მუქი,
უთხარი, რომ ისეირნებ მარტო.

??????