შველიძე ერეკლე
გაზიარება

* * * მე დავაკვირდი 

მე დავაკვირდი,
დღეს მეგობარმა ჩემმა,
რადგანაც "პახმელიამ" წალეკა,
დასაკლავი კრავის ხმით მომმართა,
ჩამეტარებინა ორი ისტორიის გაკვეთილი სკოლაში,
რომელშიც თვითონ განმწესდა მასწავლებლად
და რომელიც ორივემ ერთად დავამთავრეთ,
რომ აუცილებლად თითოეულ კლასში
აღმოჩნდება, უმეტესწილად სათვალეებით შემკული
და უცილობლად წინა მერხზე მჯდომი ბავშვი,
და უმეტესწილად კი გოგო,
ზეაღმტაცი გამომეტყველებით
და სახეზე მოფარფატე ღიმილით
მარჯვენა ხელს გამუდმებით ჭერს რომ ურახუნებს
და რომელმაც უთუოდ ყველაფერი იცის ზეპირად.

??????