შველიძე ერეკლე
გაზიარება

* * * სულ სხვანაირი თვალთახედვა აქვს ცხოვრებაზე 

სულ სხვანაირი თვალთახედვა აქვს ცხოვრებაზე
ერთ ჩემს მეზობელ ლოთბაზარას.
ის განთიადს ასწრებს მონდომებაში
და დილის სუსხის დროს,
თუ გავედი შემთხვევით გარეთ, სარბენად,
რაც წელიწადში ერთხელ ან ორჯერ თუ ხდება,
ის მე არკასთან, უკვე გამტყვრალი,
ოპტიმისტური შეძახილებით მივსებს სულის სიცალიერეს
და არყის სუნით ისე მაბრუებს,
რომ ჯანმრთელი ცოხვრების დაწყებაზე
უმალვე ხელს ავიღებ ხოლმე.

??????