ჩიხლაძე დავით
გაზიარება

* * *ავიღეთ ჩვენი თოფები და ვისროდით ცისკენ 

ავიღეთ ჩვენი თოფები და ვისროდით ცისკენ.
ღრუბლები იყო თეთრი და მზეზე ბრწყინავდნენ.
ჩვენი ტყვიები ცვიოდა მინდვრის ყვავილებზე,
ფილტვები სავსე იყო გამჭვირვალე ჰაერით.
ჩვენ ვისროდით ავტომატებიდან ყველა მიმართულებით,
ვესროდით ტყეს, და იქ ცხოველები უკვე ღრმად შემალულიყვნენ.
ჩვენ დავრბოდით მინდორში, ხანდახან ბალახი მუხლებამდე
იყო, ვისროდით ცხელ ტყვიებს უკვე შეღამებული
ცისკენ. ზოგჯერ ვიწექით გულაღმა,
ვუყურებდით მთებს და ტყვიების ტრაექტორიებს,
ტყვიები და პირველი ვარსკვლავები ერთმანეთს
შეერივნენ, ალბათ ეს არის ისტორია, ეს
სიმშვიდე ჰაერში, ხმაური რომელიც უცბად იკარგება. შეღამებას
აღარ უხდებოდა ჩვენი
თოფების სროლა, მხოლოდ მზეს, და ჩვენ
გავჩერდით, დიდხანს არ დაგვეძინა,
ვსვამდით ცხელ ჩაის ჩვენი სამხედრო მათარებიდან.

ნიუ იორკი, ოქტომბერი, 2004

??????