ჩხეტიანი თემურ
გაზიარება

ძაფი (ვარიაცია თემისა "ქანქარა") 

მე ვკიდივარ ჭერიდან ჩამოშვებულ ძაფზე,
ვკიდივარ და ვქანაობ აქეთ-იქით;
ვქანაობ ორ კედელს შორის
და ვქანაობ ისე,
რომ ხან ერთ კედელს ვეჯახები,
ხან კი მეორეს.

მტკივნეულია ეს შეჯახებები,
მტკივნეულია მით უფრო, რადგან
ერთი კედელი მეუბნება:
"შენ უკვე ამოწურე შენი თავი",
ხოლო მეორე თითქოსდა მამხნევებს:
"შენ ჯერ კიდევ არ დაგიწერია შენი ლექსები..."

მოდი და გაიგე!
ან ეს ძაფი რიღასია, რომ ვეღარ ჩამოწყდა?
არადა, მართლა რომ ჩამოწყდეს,
იატაკზე ნოხიც არ მიგია.

??????