Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

წიკლაური მამუკა
გაზიარება

დროს დაედევნა დეიდა ელენე 

გარდაიცვალა დეიდა ელენე -
თითქოს სიკვდილმა გამოაღვიძა,
დაფეთებული გამოვარდა ძილ-ღვიძილიდან.
წასულიყო სიყმაწვილე -
დედის კალთაში ჩამთბარი ელი-ელენე,
წასულიყვნენ სიმღერები და თამაშობები -
პატარა ელი რომ მღეროდა და თამაშობდა;
წასულიყო პატარძალი ელენე -
სილამაზით და სიყვარულით განათებული;
წასულიყო ქმარიც, მჭედელი თედო -
სულ რკინის სუნი რომ ასდიოდა,
თავის ბუდეს რომ არწივივით დასტრიალებდა;
დაცლილიყო "ელენეს ქალაქი", -
აღარც მერცხლები იყვნენ,
თბილ ქვეყნებისკენ გაფრენილიყვნენ.
...მოკვდა კი არა, გამოიღვიძა -
თითქოს სიკვდილმა გამოაფხიზლა,
დაფეთებული გამოვარდა ძილ-ღვიძილიდან
და უკვე წასულ დროს დაედევნა -
თავისებური, საქმიანი წაცუხცუხებით.

??????