ჭანტურია ტარიელ
გაზიარება

იმედგადაწურული ლექსპრომტი 

ან უნდა თავი მოვიკლა,
ან უნდა ვინმე მოვკლა...
ანდერძი დაწერილი მაქვს,
ბარგს - ორ-სამ წუთში მოვკრავ.

თუმცა სად უნდა წავიღო,
სად მივიტანო! ვისთან! -
იმ წუთის მერე სად ვნახავ
მის ღიმილსა და მის ტანს...

ან ეს კოლტ-კობრა ვის უნდა,
ან ეს ფინური დანა...
უმისამართო კაცი ვარ,
უტელეფონო თანაც...

თუ კიდევ დამრჩა ძმაკაცი,
ჩემთვის სიკეთე რომ ქნას -
ამის უკეთესს რას იზამს -
მხიოს ტყვია ან მომკლას...

...ანდერძი უკვე დავწერე,
ბარგის დავიწყე მოკვრა -
ან უნდა თავი მოვიკლა,
ან უნდა ვინმე მოვკლა...

??????