Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ჭანტურია ტარიელ
გაზიარება

მე, მაგალითად, სასაცილოს ვერაფერს ვხედავ! 

ბებიაქალი, ვისი აყვანილიც მე ვარ -
ჩემი დაბადების შემსწრე ბებიაქალი -
სულ ამას ირწმუნება:
გაახილა თუ არა თვალი,
იმ პირველი წამოტირების მაგიერ
ერთი გულიანად გადაიკისკისაო!
მთელი სოფელი იმეორებდა ამასვე,
უკვირდათ,
ისინიც იცინოდნენ და,
რომ წამოვიზარდე,
დამინახავდნენ თუ არა,
იყო ერთი გადა-გადმოლაპარაკება:
- ეს ის არისო!
- ეს ის არ არისო?
მარტო სამშობიარო სახლის გამგეს,
თამარა ნაკაიძეს ეცინებოდა ამაზე -
სულ გამოშტერდა ეს ჩვენი ექთანი,
რის სიცილი, რა სიცილიო!
ძმაკაცებსაც რამდენჯერ უთქვამთ,
შენ, ბიჭო, რავა ყველაფერზე იცინიო!
ვერც გაამტყუნებდი ბიჭებს -
იმ ერთი, ერთადერთი ადამიანის სახელი მქონდა,
გაჩენის დღეს, ტირილის ნაცვლად, სიცილი რომ დაიწყო!
პირადად მე ამის არც ადრე მჯეროდა და
არც ახლა მჯერა:
ამ დედამოტყნულ ქვეყანაზე გაჩნდი,
მერედა, რა არის ამაში სასაცილო!
მე რა, გიჟი ვიყავი? -
რატომ გავიცინებდი!
არა მგონია, გამეცინა!

??????