შენ ჩემო დიდო ტკივილო, დილაო - ავდრიანაო. ძლივს აჩენილო ღიმილო, ღიმილო - დარდიანაო. შენ რომ ფიქრობდი, არც აგრე... რომ ვფიქრობ, აგრეც არაო... ცეცხლი მოგედოს, ქალთა მზევ, მეც შენთან მაბრიალაო. მე თუ არ მეტრფის - დაიწვას თვალები - ნაღვლიანაო. შენ, ჩემო დიდო ტკივილო, დილაო - ავდრიანაო.