* * * სუსხი. ხეების სიშიშვლე. ლილო
წინ - თებერვალი, ამინდის ბნედა.
მკაცრდება ქარის ზუზუნის კილო
მომასწავებლად უამურ დღეთა.
სახეს აკლია ნაკვთთა ღიმილი.
ცას - თვისი ფერი. არეს - ხალისი.
ბაღს - შეხვედრები, ტკბილი, პირველი.
ბაღში ზის ქვრივი შესაბრალისი.
ტვინში მთელი დღე დილის ბინდია.
ციდან ფიფქები ეშვება ხისტი.
ყელზე უბრალო ჯვარი მკიდია,
და ჯვარსაც თითქოს აკლია ქრისტე.
1995/2000