Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ბიბილაშვილი ზაზა
გაზიარება

*** "მტერო, მოჯარდი სახედაღრეჯით" ექსკლიუზივი

მტერო, მოჯარდი სახედაღრეჯით!
მზე მიმქრალია, ქარი _ დაღლილი.
ხანდახან გულის თეთრი ნაგლეჯი
თუ შეირხევა ბაირაღივით.
მოისურვილე შავი ნატვრები,
გატიკნულები ბოღმის ჯიქნითა!
კარიც არ დაგრჩა შემოსამტვრევი _
გამტვრეულია ყველა შიგნიდან!
მტერო, მოჯარდი, თუკი სადმე ხარ, _
დატეხილი აქვს ფრთები ქარტეხილს.
რა ბედენაა გულის გატეხა _
ციხეს დააქცევს ფიცის გამტეხი! _
ბზარსა და ნაპრალს, როგორც იარას,
ბალღამი გასდის ფაღარათივით!
მტერო, მოჯარდი! _ ციხე კი არა _
თავიც არ მინდა ნაღალატევი!
იქნება, კიდეც გეშით ჩამელის
კუპრის ხაროში ჯოჯო და მყვარი.
მომძალებია ლეშისმჭამელიც _
მკვდარი ვგონივარ ნახევრად მკვდარი.
მტერო, მოჯარდი, შლეგი ნატვრები
სისხლგაწუწნულით აძღე ჯიგრითა!
კარიც არ დარჩა შემოსამტვრევი _
გამტვრეულია ყველა შიგნიდან.

??????