უგულავა ედუარდ
გაზიარება

იავნანას ვერ მღერიან ძიძები ექსკლიუზივი

როგორც იქნა, შეგიჩვიეს ძიძებმა,
გიამბობენ ზღაპრებს ტკბილი ქართულით,
შენ ღიმილით გიყვარს გამოღვიძება,
ხარ ბავშვი და ცხოვრებასთან არ სტყუი.
ჩემო კარგო, ჯერ არ იცნობ სიყალბეს
და მტირალიც ცისკრის დარად ხმიანობ.
რა თქმა უნდა, გულით უნდა გიყვარდეს,
ვინც გაგზარდა, ჩემო ხუჭუჭთმიანო!
მაგრამ მერე, როცა დიდი იქნები,
თქმა არ უნდა, შენც მიხვდები, ღვთისფერო,
იავნანას ვერ მღერიან ძიძები,
იავნანა დედამ უნდა იმღეროს!

??????