უგულავა ედუარდ
გაზიარება

შენ რომ არა ექსკლიუზივი

შენ რომ არა,
ამ ძველ ოდას, ამ მუხლმაგარ ყორეს
ნიაღვარი წაიღებს და ქარი წაიყოლებს.
შენი სათნო არსებობა იმ სიხარულს ბადებს,
ვარდებად და ენძელებად
რომ შობს ეკალ-ბარდებს.
შენ რომ არა,
ვინ გაბედავს მოსვლას ჩემდა შველად,
ვინ შედგება მკაცრ მგზავრობად
გზებზე ფეხშიშველა,
ვინ დაიდენს მერე ღაწვზე
ცრემლს მანამდე უღვრელს,
ვინ დამაფენს მხურვალ შუბლზე
გაავდრებულ ღრუბელს;
მაგრამ ვიდრე მომწყინდება
მზის ამოსვლის ცქერა,
ვიდრე ძარღვში არ შემწყდარა
სისხლის მიმოქცევა,
ვიდრე ბედი წამიკითხავს იმქვეყნიურ იგავს,
ვიდრე ძვლები მოძრაობს და
პირში სული მიდგას,ვიდრე ისევ ცას ვუცქერ თუ გზებს მივყვები ქვიანს,
ამ ყველაფერს, უსათუოდ, სიყვარული ჰქვია.

??????