დაიაური გელა
გაზიარება

*** "ნეტავი, მთების სულიმც მქნა" ექსკლიუზივი

ნეტავი, მთების სულიმც მქნა,
აროდეს დავილეოდი,
ჯვარ-ჯვარისკარზე ლუდიან
საწდედან დავილეოდი,
ლუდით დამთვრალი კაცივით,
შუღლ-ჯავრად დავიცლებოდი,
ძველ-ძველ ჭვარტლიან ფანდურზე
კაფიად დავიღვრებოდი.
ბერხენ ჯიხვს გაკიდებული,
მგლის მუხლად დავიღლებოდი,
კლდე-ქარაფებში ქარისგან
ჯანღებად ავირეოდი,
ტატაბრის თავზე, ლამაზად,
მთვარისებრ გავილეოდი,
საკვირავ გორის ბილიკზე
ცირცელად დავირხეოდი,
პირქუში კოშკის ბეჭივით,
ჟამისგან დავიხეოდი,
საფეხვნოს ბრძენ ხევსურივით
დავდინჯდებ-დავღვინდებოდი,
ნეტავი, მთების სულიმც მქნა,
აროდეს დავილეოდი.

??????