დაიაური გელა
გაზიარება

ფრთხილად ექსკლიუზივი

არ შეგიყვაროს ვიღაცამ, ფრთხილად,
ნუ, ნუ იცინი ეგრე ლამაზად,
თითქოს მოცურავს ნისლების ფთილა,
თითქოს წკრიალებს ოქროს თამასა.
თითქოს ამღერდა ნარნარა სიო,
თითქოს სხივი ღვრის მომნუსხველ ხმაურს,
გოგო ვიღაცა არ გადარიო,
ე, რა ლამაზად იცინი, აუ...
ნაზი ღიმილიც ზოგჯერ ურდოა,
ზოგჯერ ღიმილიც უნდა დამალო,
თორემ გადარევს ვინმეს უთუოდ,
შენი ღვთიური სიცილი, ქალო.
თავი თუ არა, სხვა შეიცოდე,
ისეთი ნაზი გული აქვს ზოგს, ო,
რომ გააგიჟებს ვინმე უთუოდ,
შენი ლამაზი სიცილი, გოგო.
ვიღაცას ტანჯვის ქარ-ცეცხლში შერევ,
ვინ დაგიჯერებს მართალ მიზეზებს,
რამდენი ცოდვა იქნება მერე,
შენი სიცილის ბროლის კისერზე.
თითქოს შხაპუნა ბეჭებს მისველებს,
თითქოს ედემში ბულბული გალობს,
მერე უარი ვეღარ გიშველის,
თუ გადარიე პოეტი, ქალო.

??????