ბოსტაშვილი ვასილ
გაზიარება

*** "ლიხის ქედივით" ექსკლიუზივი

ლიხის ქედივით
მუხლმოდრეკილ
ღვთისმშობელს ვხედავ,
სილურჯეში რომ აუნთია
მთვარის სანთელი...
ჟამი გაივლის,
გარდასულის ჩაქრება სევდა
და გაბრწყინდება
სალოცავი ზეცა ქართველის...
ლიხის ქედივით
მუხლმოდრეკილ
ღვთისმშობელს ვხედავ,
ბევრჯერ ნაწამებს,
საოცარი ძალით აღდგენილს...
მირონი წვეთავს
თვალებიდან უწმინდეს დედას,
დედას _ სალოცავს,
ჭეშმარიტად ყველა ქართველის...

??????