ნახუცრიშვილი გაგა
გაზიარება

*** "ნაფეხურები თან მშრალი თან სველი" ექსკლიუზივი

ნაფეხურები მშრალი თან სველი,
წასული ქალი, ძველი სესხები,
სინამდვილეში სასწაულს ელი
და სინამდვილეს ვეღარ ეხები.
ცხოვრება ასე მოკლე თან მთელი,
ვერ ამოიცნო წამმა, საათმა,
მუდამ ახლო და მიუწვდომელი,
რომელსაც მერე დასთმობ, გაატან...
მერე კი სარკმელს შეაღებს ვინმე,
როცა დარჩება რაღაც დარდივით,
როცა შეხვედრა იქნება მძიმე,
განშორება კი ასე მარტივი...

??????