აიგნერი ქრისტოფ ვილჰელმ
გაზიარება

დილა (მთარგმნელი: ზურაბ აბაშიძე)  

ჩვილი ქულა ღრუბელი ელაციცება
ეცელქება აისის არილს
ქვენა ქარმა შეატოკა და გაბერა გოლიათ
მუხის ფოთოლნარი. ზეაიტაცა
ბუმბულივით ააბზრიალა

სოფლის კიდიდან ახოს ნატყევარს
ჯეჯილს მუხლნაყარს ეფინება
სულ პირველი დაყივლება მამლაყინწასი
ჩემს ფანჯარასაც მოსწვდება
და გამიფრთხობს ნეტარ ზმანებას

??????