ალიოხინი ალექსეი
გაზიარება

სტანსები ანას (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი) 

1.
სიყალბის გარეშე როგორ მოგითხრო
ანილინის ზეცის შესახებ?

2.
ო ხურუში ღრუბლებისა...

3.
ყვავილები ისე ურცხვად გადაიხსნენ
რომ სურვილმა ამიტანა, ვყოფილიყავი ფუტკარი წამით

4.
არის რაღაც დედაკაცური ძროხებში.
და თვით დედამიწაც
შორიდან მსუქან, ჭრელ ძროხასა გავს
ღრუბლებში მფრინავს

5.
კედელსმიღმა როიალი
მუსიკალურ ერთადერთ ფრაზას იმეორებდა

6.
პარიკმახერს შეუძლია
თმის განაყოფის ხაზით განსაზღვროს
ხასიათი და ბედისწერა

7.
და შეიმოსა სიშიშვლით

8.
ჩვენი ალერსის აკუსტიკა
ცარიელი თეატრივით ყრუა

9.
მხოლოდ ის ისმის
მაღვიძარაში დრო როგორ წვეთავს

10.
აი თურმე ლეთეს ფონი სადა ყოფილა

11.
ბუმბული
ან ანგელოზის ფრთიდან
ან ბალიშიდან

12.
მართალია რომ
სამყარო ფართოვდება
ქალის ყოველ ამოსუნთქვაზე?

13.
ვაშლებს რომ ფიქრი შესძლებოდათ...
ილმა

??????