აპოლინერი გიიომ
გაზიარება

მონპარნასი (მთარგმნელი: გივი გეგეჭკორი) 

სასტუმროს კარი მწვანეა და ხისაა მაგრამ
აღარასოდეს არ ამწვანდება
სად გავდგი ფესვი ან სად არის ჩემი ნაყოფი
სასტუმროს კართან დგას ანგელოსი და ზნეობის პროსპექტს
არიგებს
ასე არასდროს არ უბრძოლიათ ჯერ დასაცავად
უმანკოების
იქნებ დამითმოთ სამუდამოდ ერთი ოთახი რომ აქირავებთ
მხოლოდ დროებით

წვერებიანო ანგელოსო სინამდვილეში
ლირიკოსი ხართ გერმანელი თქვენ ხართ პოეტი
რომელსაც სურს რომ გაეცნოს პარიზს და არ უნახავს
ჯერ არაფერი
და იცის ისე დახაზულია რომ არის თითქმის დანაშაული
ფეხი დაადგას იმის ქვაფენილს
იგი ოცნებობს გაატაროს კვირა დღე გარშში

ჰაერი ისე დახუთულია მხრებზე გაწვება მძიმე
სვეტივით
თქვენ ხართ პოეტი ქერათმიანი ცოტა სულელი
მაგრამ კეთილი
თქვენი თვალები ვით ბუშტები სავსე ჰაერით
დაუბმელია და აწყვეტილი
და ალაბედზე მიიწევს ზევით

??????