ბერნსი რობერტ
გაზიარება

* * * ცოლი მყავს და ნამუსი მაქვს (მთარგმნელი: თამარ ერისთავი) 

ცოლი მყავს და ნამუსი მაქვს,
არ დავუთმობ არავის,
რქებს ვერავინ ვერ დამადგამს,
არც დავადგამ არავის.

ფულს დავხარჯავ თუ მაქვს ჩემი,
არ ვუმადლი არავის,
არა მაქვს რა გასაცემი,
არც სესხსა ვთხოვ არავის.

მე არავის ვემონები,
არც ვბატონობ არავის,
მტერს შიშველი ხმალით ვხვდები,
ქედს არ ვუხრი არავის.

გავიხარებ, გავლაღდები,
არ ვიდარდებ არავის,
თუ არავის ვენაღვლები,
არც მე ვნაღვლობ არავის.

??????