ბონფუა ივ
გაზიარება

ჭეშმარიტი სახელი (მთარგმნელი: გიორგი ეკიზაშვილი) 

მე ვუწოდებ უდაბნოს ციხე-სიმაგრეს, რომელიც შენ ხარ.
ღამეს შენს ხმას, არყოფნას შენს სახეს
და როს დაეცემი ხრიოკ მიწაზე,
მე ვუწოდებ არაფერს ელვას, რომელმაც დაგნაცრა.

სიკვდილი - ქვეყანა, რომელიც გიყვარდა. ნაბიჯ-ნაბიჯ
მივუყვები შენს ბნელ ბილიკებს.
მე ვამსხვრევ შენს სურვილს, შენს ტანს, შენს მეხსიერებს.
მე ვარ მტერი შენი. ულმობელი, უსასტიკესი.

მე შენ მიწოდებ ომს და ამიტომაც
თავს დაგატეხ რისხვას - ომის მიერ ბოძებულ უფლებას.
ჩემს ხელებში - შენი სახე, კუშტი, შეცვლილი;
ჩემს გულში - ქარიშხლებით განაწამები ვრცელი ქვეყანა.

??????