ახლა (მთარგმნელი: ზვიად რატიანი)
ფეხის ჩაცდენა სიბერეში
ათეულწლობით სიარული
და ვერშეხვედრა ვერავის
ჭეშმარიტად ბოროტის
და ვერშეხვედრა ვერავის
ჭეშმარიტად განსაკუთრებულის
და ვერშეხვედრა ვერავის
ჭეშმარიტად კარგის
ფეხის ჩაცდენა სიბერეში
ათეულწლობით სიარული
ამ ყველაფრის წარმოდგენა
განსაკუთრებით ძნელია
დილით.