ბუკოვსკი ჩარლზ
გაზიარება

დევნა (მთარგმნელი: ზვიად რატიანი) 

3 ბიჭუნა მორბის ჩემსკენ
სასტვენებით პირში, და
უსტვენენ, და
მიყვირიან:
"შენ ხარ დაპატიმრებული!"
"შენ ხარ მთვრალი!"
და სათამაშო ხელკეტებს
მირტყამენ ფეხებში.
ერთ-ერთ მათგანს
მედალიონიც უმშვენებს პერანგს,
მეორე ცდილობს წამომაცვას სათამაშო ბორკილები,
მაგრამ ჩემი ხელები მაღლაა...

როცა შევვარდი ღვინის ფარდულში,
ისინი შემეშვნენ,
გაბზუილდნენ
სკაში არშეშვებული ფუტკრების მსგავსად.
მე ავიღე 1/5 გალონი
ვისკი
და
3
ყინულის ფილა.

??????