Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ბუკოვსკი ჩარლზ
გაზიარება

ლუდის სმისას (მთარგმნელი: ზვიად რატიანი) 

მე მას შევხვდი ლუდის ბარში, და მან
მითხრა: "მე ხშირად ვიხსენებ
დეიდა სალის ბოსტონიდან: კბილებს
არასდროს იხეხავდა, არასდროს ხმარობდა
ბიგუდებს და დანებს და ჩანგლებს. ერთხელ კი სამი კატა მიაბა
საუთოვე მაგიდაზე,
ენები წააჭრა,
მოხარშა ძმარში,
დაუმატა მაიონეზი
და შეჭამა.
შემდეგ მატარებლით გაემგზავრა ტრენტონისკენ
და მისთხოვდა ბებერ ბანკირს, რომელიც თევზს ჰგავდა.
ის ტაძარში არ დადიოდა".
- "არ მატყუებ?" - შევეკითხე. - "არა, არ გატყუებ".
- "და მან შეჭამა სამივე კატა?"
- "არა," - მიპასუხა, - "მაინც ვერ გამიგე;
მან შეჭამა მხოლოდ ენები".

??????