ბუსტა ქრისტინე
გაზიარება

დედას (მთარგმნელი: ლულუ დადიანი) 

უმწეოს უნდა დაგეცვა თავი.
ვერც სიცოცხლეში, ვერც სიკვდილის წინ
ვერ გაგიწიე მე მფარველობა.

ახლა მიწისგან გიმზადებ აბრას
და ღერბსაც გირგავ ყვავილების და
ბალახებისგან აქ, ცისქვეშეთში.

პეპლებმა უმალ იცნეს წარწერა
და მოფრენილი ფუტკრებიც უკვე
მზად არიან შენს დასაცავად.

მეფუტკრის ძებნის ჟამიც მოაწევს,
ცვილის გუნდა რომ მოვიმათხოვრო
თოვლ და თოვლ სანთლით გზის გასაკვლევად.

??????