დიდი ქალაქის ჩიტები (მთარგმნელი: ლულუ დადიანი)
კუდმაკრატელა მერცხლების სხარტი
ირაო ზაფხულს თვალს რომ უბნელებს.
დღეები ძუნწად ფრთაშესხმულები,
ტკბილი და მჭახე, მოქიშპე ხმების
ლიტანიებსაც უცვლიათ სახე.
ქვებს შეხიზნულა მტრედი, ბეღურა,
შაშვი და ყვავი კვამლს დაუბურავს.
უკანანასკნელი ლეგენდაა შიშველი ფეხით
გადარბენა ერთ მუჭა თოვლზე.