ბუსტა ქრისტინე
გაზიარება

ენა (მთარგმნელი: ლულუ დადიანი) 

ენა, რომელიც სიტყვაში მკვიდრობს,
არ გამოითქმის,
ენა ტკივილით დანაბადია,
ათასწლოვანი ზღვის მდუმარებით
ნაგები მარჯნის ჭალაკად, ქედად
სალი კლდიდან ჩამონალეწი,
ნაწრთობი ცეცხლით,
ცულს და ხეს შორის გასრულებული,
პირიდან პირში სუნთქვად რებული.
მისგან აგებდნენ სახლებს და ხიდებს,
დიდებულ ურგებ კოლოსს მემნონის,*
სადაც მზისადმი საგალობლები ისახებიან
და ის ყრმები, ვინც ჰანგებს ხოტბად აამეტყველებს.

----------------------------------------------
*მემნონის კოლოსი - ამენოფის III-ის მონუმენტური
იგურები თებეში (მთარგ.).

??????