ბუსტა ქრისტინე
გაზიარება

უძღები შვილი (მთარგმნელი: ლულუ დადიანი) 

შენ არ გჭირდება ხბოს დაკვლა ჩემთვის, კათხა წვნიანსაც კი ვიკმარებდი.
ოღონდაც გარეთ, შენს კარის ზღურბლთან დაპურების მომეცი ნება,
შინ ყველაფერი მეტისმეტად იცავს და ზღუდავს ჩემს მონატრებას,
და მე ვერ შევძელ უცხოეთში მძაფრ ამ გრძნობას რომ გავქცეოდი.
მუდამ გზისაკენ მიბიძგებს რაღაც, მაბრუნებს უკან. ახლა კი აქ ვარ.
არ მკითხო, ორგულს რა წუმპეში ჩაკარგვა ელის, თუ ერთგულება დაეკარგება!
მკითხე ქარის და თოვლის შესახებ, მდინარეებსა და ვარსკვლავებზე,
მოყიალე მაწანწალებზე, სარდაფებსა და უღვთოდ დასეტყვილ მოსავალზე,
ყურძნის მტევნებზე, ჭაჭასა და ალმოდებულ ქვებში ნაწრთობ ალალ სიტყვებზე,
ქვიშის ფარფატა ფარვანებზე, წიაღდაშრეტილ შმორიან ჭებზე.
დაბერტყე კარგად მათხოვრული ტომსიკა ჩემი, სავსე ნაყარი განძეულობით,
ჩიტის ფიტულიც იქნება შიგ და მეზღვაურთა ბოთლის გზავნილი,
მარილიც რომ ვერაფერს აკლებს.
მე არ მჭირდება არც პასუხი, არც ჩემი წილი,
შენი ყველაზე ნაცრისფერი ხაშხაშის ველი
მიწილადე და სამუდამოდ ამავსე ძილით.

??????