გილვიკი ეჟენ
გაზიარება

* * * როდესაც თივის ზვინებს ვდგამთ (მთარგმნელი: გიორგი ეკიზაშვილი) 

როდესაც თივის ზვინებს ვდგამთ,
რა თქმა უნდა, მინდორში ვართ.

როდესაც თივის ზვინებს ვდგამთ,
ფიწლის მხურვალე სახელური ხელისუგლებს გვიწვავს.

როდესაც თივის ზვინებს ვდგამთ,
ბევრი ჩვენგანი ღამეს თეთრად ათენებს.

როდესაც თივის ზვინებს ვდგამთ,
მზეს ვაღმერთებთ და ხოტბას ვასხამთ.

როდესაც თივის ზვინებს ვდგამთ,
იმაზე ვფიქრობთ, რომ სიკვდილი ჯერ კიდევ შორსაა.

??????