დიკინსონი ემილი
გაზიარება

* * * ამანთო დიდმა სიხარულმა (მთარგმნელი: დავით ახალაძე) 

ამანთო დიდმა სიხარულმა, დიდმა ხალისმა,
თუმცა, ზარალს და დარდს მიქადდა ბრძოლა ხვალისა.
თავს უქონელი და ღატაკი ნუგეშით ვიღლი, -
მაინც გავბედავ და ყველაფერს ვანდობ ერთ ტყორცნას
და გავიმარჯვებ! - შესაძლოა, ვიმარჯვო როცა
ასე სუსტი და მერყევია სასწორი იღბლის.

სიცოცხლე მხოლოდ სიცოცხლეა, კვდომა - კვდომაა;
ლხინი - ლხინია, არსებობა - არსის წვდომაა.
და თუ დავმარცხდი და დავეცი, უნდა ნაგვემმა
შევიგნო ის, რომ უავესი მექცა უტკბესად;
ძლეულთა გულში ძლევის ჟინი ვის დაუთესავს?
ვერ გაიმარჯვებ, თუ შეგიპყრო დიდმა ნაღველმა.

და თუ მე ვძლიე, ზარბაზანი იქუხებს ზღვაში,
ძველი სამრეკლო ზარის ზრიალს ფრთებივით გაშლის
და აღარასდროს მიჩუმდება ირგვლივ გუგუნი.
მეგონა, სხვა რამ მომიმზადა ზეცამ მაღალმა,
გამომაღვიძა ამ გრგვინვამ და ისე დამღალა,
ნეტავ, მძლიოს და დამანარცხოს მიწას უგონოდ.

??????