Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

დიკინსონი ემილი
გაზიარება

* * * რამდენი წელია, დავტოვე სახლ-კარი (მთარგმნელი: დავით ახალაძე) 

რამდენი წელია, დავტოვე სახლ-კარი
და ახლა გადმოსულს შორეულ მხარიდან
სახლში დაბრუნება სულ აღარ მახარებს -
შინ უცხო სახეთა დანახვა არ მინდა.

მიჩხრიკეთ საქმენი გულგრილი მზერით და
სულზე მომაკერეთ დარდების არშია;
ეს მე გავიხიზნე მშობლიურ კერიდან
თუ ისევ შინ ვარ და გაქცევის ცდაში ვარ?

მკლავებზე სიმწრით ვგრეხ ნერვების ბაგირებს,
ფრთხილად შევიხედავ ჩამქრალ ფანჯარაში,
ის ხმაურიანი სიჩუმე მაკვირვებს
ოთახებს რომ იკლებს ველური თარეშით.

ხმელ-ხმელი სიცილით კვლავ ჩემს თავს დავცინი -
რატომ შევუშინდი იმ კარებს, უკარებს?
წინ რომ გადამიდგა ბრგე კარისკაცივით,
და აღარ უსმინა ხვეწნას და მუქარას,

რკინის სახელური ხელივით ვუკოცნე
ქრთამივით ვტენიდი კლიტეში გასაღებს
და უცებ შევშინდი - მივხვდი, რომ უეცრად
თუკი შინ შემიშვა, კვლავ დამატუსაღებს.

კარებს დავეხსენი, მხდალი და უნდილი
შიშით ყურს ვუგდებდი საკუთარ ფეხისხმას,
ჩემს სახლს გავეცალე დამფრთხალი ქურდივით
და შორით ჩამომდგარ წყვდიადს შევეხიზნე.

??????